გადახდის მეთოდები
GIFTS.GE კომპანია MoneyBookers.com –თან თანამშრომლობის საფუძველზე იყენებს American
Express, VISA, MasterCard, Diners Club და Discover საკრედიტო ბარათების ანგარიშსწორების
მეთოდებს.
Western Union - ით ანგარიშსწორების პირობები
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ორი მეთოდით:
- ეწვიეთ WesternUnion.com ვებ-საიტს
- აირჩიეთ "Money Transfer" და მიჰყევით მოცემულ ინსტრუქციებს
- თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ ბანკის სადებიტო ან საკრედიტო ბარათით
- Western Union -ი თქვენი ანგარიშიდან მოხსნის ასევე გადარიცხვის საკომისიოს
- გამოაგზავნეთ შეკვეთის თანხა აღნიშნულ ვალუტაში
- ეწვიეთ Western Union -ს ადგილობრივ სააგენტოს (მოძებნეთ უახლოესი ოფისი აქედან)
- შეავსეთ "თანხის გაგზავნის" ფორმა, მოითხოვეთ დახმარება თუკი დაგჭირდათ
- საჭირო იქნება თქვენი პასპორტის ნომრის მითითება
- შეგიძლიათ გადაიხადოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბანკის სადებიტო ან საკრედიტო ბარათით
- Western Union თქვენი თანხიდან (ანგარიშიდან) მოხსნის გადარიცხვის საკომისიოს
- გამოაგზავნეთ შეკვეთის თანხა აღნიშნულ ვალუტაში
- თანხის გადარიცხვისას მიუთითეთ "მიმღების" ქვემოთ მოყვანილი მონაცემები:
როდესაც თანხას გადმორიცხავთ, გთხოვთ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტა ამ მისამართზე: support@gifts.ge თან დაურთეთ თქვენი სახელი, გვარი, შეკვეთის ნომერი და თანხის გადარიცხვის საკონტროლო ნომერი.
საერთაშორისო შეკვეთები
ამ ეტაპზე ჩვენ ვიღებთ შეკვეთებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან, რომელთა მიწოდების
საზღვრები არ სცილდება საქართველოს ფარგლებს (გამონაკლისი შეიძლება იყოს შემკვეთის
მოთხოვნა არასპეციფიური პროდუქციის ტრანსპორტირებაზე რომელიმე საფოსტო კომპანიის
მეშვეობით).
შეკვეთის განხორციელება და პროდუქციის მიწოდება
შეკვეთის დაფიქსირებისას შემკვეთის ელ. ფოსტაზე გამოიგზავნება 2 შეტყობინება –
პირველი GIFTS.GE –საგან და მეორე MoneyBookers.com –საგან, რომლის შემდეგ 6-72 საათის განმავლობაში (თქვენი არჩევანის მიხედვით)
შეკვეთა მიეწოდება ადრესატს. იგივენაირად ხდება შეკვეთის პროცესი საქართველოს ბანკის, ბანკ რესპუბლიკის და სტანდარდ ბანკის საკრედიტო ბარათების მფლობელთათვის – შეკვეთა ფიქსირდება დაუყონებლივ და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ შეკვეთის მიწოდების დრო 6–დან 72 საათის შუალედში.
მისამართების წიგნი
ჩვენს საიტზე რეგისტრირებულ მომხმარებელს საშუალება ეძლევა გააკეთოს 5 –მდე ჩანაწერი
თავის მისამართების წიგნაკში. ანუ გამზადებული სახით ჰქონდეს 5–მდე სხვადასხვა
ადრესატის მისამართი და მარტივად და სწრაფად გაუგზავნოს არჩეული საჩუქრები თითოეულ
მათგანს. იხილეთ “საჩუქრების მიმღებთა მისამართები” “ჩემი
ანგარიში”–ს გვერდიდან.
როგორ გავაკეთოთ შეკვეთა
ჩვენ ვცდილობთ შეკვეთის პროცესი GIFTS.GE საიტიდან რაც შეიძლება მარტივი და გასაგები
გავხადოთ მომხმარებლისთვის. თქვენ გაქვთ საშუალება შეარჩიოთ საჩუქრები კატეგორიების,
ფასის, დღესასწაულის ან საჩუქრის მიმღების მიხედვით საიტის მარცხენა მხარეს მოთავსებული
მენიუებიდან. შეკვეთის გასაკეთებლად კი საკმარისია აირჩიოთ პროდუქცია, და მიჰყვეთ
ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს:
1) აირჩიეთ საჩუქარი
თქვენ ახლა იმყოფებით პროდუქციის საინფორმაციო გვერდზე. აქედან შესაძლებელია მოცემული
პროდუქტის ატრიბუტების (თუკი გააჩნია) შეცვლა/არჩევა თქვენი სურვილისამებრ. დააჭირეთ
ღილაკს “კალათაში დამატება” თქვენი არჩევანის დასაფიქსირებლად.

2) საჩუქრის კალათა
საჩუქრის არჩევის შემდეგ, მოცემულ გვერდზე თქვენ ხედავთ იმ პროდუქციას რომელიც
შეარჩიეთ სასაჩუქროდ. აქედან შესაძლებელია მოცემული პროდუქტების ფასების ნახვა,
კალათიდან ამოღება ან რაოდენობების მომატება/დაკლება (გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია
დაადასტუროთ ცვლილება ”განახლების” ღილაკზე დაჭერით). თუკი გსურთ
კვლავ გააგრძელოთ საჩუქრების შერჩევა კატალოგიდან დააჭირეთ “კატალოგში
დაბრუნება” ღილაკს, თუკი გაკმაყოფილებთ უკვე შერჩეული პროდუქცია დააჭირეთ
“შეკვეთის” ღილაკს შეკვეთის გასაკეთებლად.

3) ავტორიზაციის გავლა ან ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
თქვენ იმყოფებით ავტორიზაციის გვერდზე. GIFTS.GE იყენებს პირადი ანგარიშების სისტემას,
რომელშიც შესვლა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია თავისი არჩეული პაროლით.
შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და პაროლი შესასვლელად და შეკვეთის გასაკეთებლად.
თუკი ახალი მომხმარებელი ხართ, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. დახმარებისთვის შეგიძლიათ
დაგვიკავშირდეთ +995-32–309306.

4) შეიყვანეთ შეკვეთის დეტალები
ახლა თქვენ შეკვეთის გვერდზე ხართ. აქედან თქვენ ირჩევთ/უთითებთ (აკეთებთ ახალ
ჩანაწერს ან ცვლით) საჩუქრის მიმღების მისამართს, ისევე როგორც საკუთარ მონაცემებს
შეკვეთის განსახორციელებლად, აგრეთვე ირჩევთ ანგარიშსწორების თქვენთვის მოსახერხებელ
მეთოდს. თუკი GIFTS.GE საიტზე უკვე რეგისტრირებული ხართ ზოგიერთი ინფორმაცია ავტომატურად
გამოჩნდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ მისწეროთ მისალოცი ტექსტი საჩუქრის მიმღებს,
რომელიც საჩუქრებთან ერთად მიუვა ადრესატს და/ან გააკეთოთ კომენტარი თქვენს შეკვეთასთან
დაკავშირებით, რომელსაც GIFTS.GE მომსახურე ჯგუფი განიხილავს.
უმორჩილესად გთხოვთ გადაამოწმოთ საჩუქრების მიმღების მისამართი,
რადგანაც შეკვეთის მიწოდება არ მოხდება საქართველოს საზღვრებს გარეთ.
5) დადასტურება და შეკვეთა
აქედან თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი თქვენს შეკვეთას და ინფორმაციის
სისწორეს და შეიტანოთ ცვლილება თუკი საჭირო იქნება. როდესაც დაასრულებთ, დააჭირეთ
“შეკვეთის დასტურის” ღილაკს. თქვენ გადაინაცვლებთ MoneyBookers.com
–ის საიტზე სადაც ახალი მომხარებლისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა moneybooker-ზე. გაითვალისწინეთ რომ თქვენი პაროლი moneybooker-ზე უნდა შედგებოდეს მინიმუმ 6 სიმბოლოსგან და უნდა შეიცავდეს ერთ რიცხვით და ერთ ალფაბიტურ სიმბოლოს მაინც.

6) ანგარიშსწორება
MoneyBookers.com უზრუნველყოფს თქვენი შეკვეთის ანგარიშსწორების უსაფრთხო, დაცულ და
კომფორტულ მომსახურეობას. მის საიტზე გადასვლისას გამოჩნდება თქვენი შეკვეთის საიდენტიფიკაციო
ნომერი, ინვოისისათვის საჭირო ნომერი და შეკვეთის საერთო ღირებულება. ღილაკზე დაჭერით
თქვენ მოგეცემათ საშუალება შეიყვანოთ საკრედიტო ბარათის ნომერი და დაასრულოთ შეკვეთა.
ეს არის ძირითადი ნაბიჯები რათა შეუკვეთოთ და მიუძღვნათ საჩუქრები თქვენს ახლობლებს
GIFTS.GE ინტერნეტ–მაღაზიიდან.
მეტი დახმარებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ (+995-32-309-306).
|